15:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 16:22:43, 875 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურება კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია, რასაც მისი ჩანაცვლება მოჰყვა.

„კონტრაქტორი, რომელიც „მრგვალ ბაღში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი კომპანია აღმოჩნდა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდა. აღნიშნული კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდა, რომელიც სამუშაოებს უკვე აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები 3 კვირის განმავლობაში დასრულდება. მოწესრიგდება განათება და სარწყავი სისტემა, განახლდება შადრევანი, შეიცვლება მისი აგრეგატები. შეიცვლება დასასვენებელი სავარძლები, ბაღში მოეწყობა მხატვრული განათება.

როცა ბაღში შემოვდიოდი, ღობეზე იყო წარწერა - „მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდა“. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, მართლაც გაუჭირდებათ ამ ბაღის ცნობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს, რაც შეეხება განათების მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

 

 


(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics