|
2019-06-20 14:37:35, 923 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - თუ ირაკლი კობახიძე არ გადადგება, იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებთ
„ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ყოველგვარი რაციონალური პოლიტიკის ზღვარს სცილდება და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვას“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარეის სავარძლის დაკავებას. საპარლამენტო უმცირესობა მომხდარი გამო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღდეგ შემთხვევაში კი, იმპიჩმენტის დაწყებას აანონსებს. „საპარლამენტო უმცირესობის, პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს აუცილებლად უმაღლეს დონეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მოვუწოდებთ ბატონ კობახიძეს აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს, თუ ამას არ გააკეთებს დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ მივიყვანთ ბოლომდე. რადგან იმპიჩმენტს სჭირდება დრო, მოვუწოდებთ მას თავად გადადგას ნაბიჯი და მათ მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც ვიხილეთ პარლამენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)