05:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 13:39:15, 1001 ნახვა

კომენტარი
​უგულავა გავრილოვის მიერ კობახიძის სავარძლის დაკავებაზე: ამას ჰქვია უპატრონობა და ნელ-ნელა ვაბარებთ ქვეყანას რუსეთს

"პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უნდა ჩამჯდარიყო რუსი დეპუტატი, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო?!" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი უკვე წყალგამყოფია.

"მაინცდამაინც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უნდა ჩამჯდარიყო რუსი დეპუტატი, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო?! ამას ჰქვია სრული უპატრონობა და ასე ნელ-ნელა ვაბარებთ ქვეყანას რუსეთს. ეს უკვე წყალგამყოფია, ან იქით ხარ ან აქეთ ხარ. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი უმრავლესობაში, მერე რომ მოთქვამს, უიმე დედა გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა არ შეიძლება, მაგრამ რესტორანში ტაშფანდურს რომ უმართავენ ეგ კი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics