18:31 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 12:17:26, 1574 ნახვა

კომენტარი
ვასაძე - შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ელჩები ტელევიზიებში რაღაცას ბლატაობენ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში მყოფი ევროპიელი ელჩების მისამართით არაეთიკურ განცხადებებს აკეთებს. 

ვასაძე ქვეყანაში მყოფ ელჩებს მეორეხარისხოვნებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი საქართვველოში "ბლატაობენ". 

"მინდა მივმართო თავისი ადგილის უცოდინარ ევროპელ ელჩებს, რომლებისგანაც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ვცხოვრობ ნახევარ სახელმწიფოში, სადაც უცხოელი ელჩები ჯდებიან ქართულ ტელევიზიებში და ბლატაობენ იქ რაღაცებს. ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას - დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვინდა. თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩვენი მამები უკეთ აგიხსნიან პეტრეს და პავლეს სიტყვები სწორად როგორ გაიგოთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics