|
2019-06-19 10:40:51, 1710 ნახვა
ეკონომიკა
კენიჩი ოჰაში - ქართული ღვინის ხარისხი უფრო გაუმჯობესებულია
ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ, თბილისში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ განაცხადა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში საქართველოში იაპონელი ღვინის იმპორტიორებისა და სომელიეების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნენ. თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც ღვინის პროფესიონალებმა 27 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს. „ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის შექმნის კუთხით" - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ. იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გასულ კვირას, ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში გამართული ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)