20:42 - 01 May, 2026
|
2019-06-18 12:41:32, 2035 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი 67 წლის ასაკში სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გადაყენებული პრეზიდენტის საქმეს განიხილავდნენ. ის სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მურსი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს. წინასწარი ვერსიით, მურსის გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა სახელდება. შეგახსენებთ, რომ მუჰამედ მურსი თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს (2012-2013) ბრალად დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობით ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა ედებოდა. 2015 წელს მურსის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)