19:50 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 11:44:19, 942 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი კონსულტაციები პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძესთან უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პრემიერთან ერთად ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. სერგეენკომ დასძინა, რომ ის გუნდის რიგებში რჩება. 

შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. სერგეენკო მმართველი გუნდის ერთ-ერთი უცვლელი მინისტრი იყო, მის გარდა უწყვეტად თანამდებობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იკავებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics