19:45 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 23:03:18, 1143 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რელიგიური კონტექსტით აგრესია და სიძულვილი მიუღებელია

„აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

 მისი თქმით, ხელისუფლების როლი და ფუნქციაა კანონის უზრუნველყოფა და ეს ფუნქცია შესრულებული იქნება.

 პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება.

 „სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ვერის ბაღში განვითარებული მოვლენებისას, მან აგრესიისა და სიძულვილის მკაფიო ნიშნები დაინახა.

 "რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics