18:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 17:28:47, 1419 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: აბიტურიენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი, რომელსაც ქართულ უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გაუჩნდება, დაფინანსებას მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული უნივერსიტეტების დასახელება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს, რომ სტუდენტებს ოკუპირებულ ტერიტორიიდან, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, ხელი შევუწყოთ ამაში. ამიტომ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს შემდგომი ეტაპის ნაწილია, მაგრამ მთავრობის დადგენილებით, ყველა ამ პირს მიეცემა დაფინანსება",- განაცხადა ბატიაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics