18:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 16:29:14, 1395 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი სიკინჭილაშვილი: ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანულია და მასში ჩავეწერე

დეკანოზის ტარიელ სიკინჭილაშვილის განცხადებით, ლევან ვასაძის რაზმი ქრიასტიანულია და ის რაზმში ჩაეწერა.

როგორც სიკინჭილაშვილი აცხადებს, "თბილისი პრაიდის" შეკრებვა უკანონოა. 

"ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და ვთხოვო, ეს არ გააკეთონ. პარადი არაა სწორი. ცალკე მრუშები რომ შეიკრიბონ, ქურდები, კაცის მკვლელები, ყველას პარადი რომ მოუნდეს. ჩვენი მიზანია მხილება, რომ ვთხოვოთ ეს არ გააკეთონ. ნურც თავს ნუ იღუპავენ და ნურც მომავალ თაობას ღუპავენ. თუ კანონზეა საუბარი, მათი [თბილისის პრაიდის] შეკრებაა უკანონო, ისიც რაღაც რაზმია. ღვთისთვის არაა მოსაწონი მათი შეკრება, არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო, ლევანის მხარე კი ღვთისთვის სათნოა და ქვეყნისთვის სასარგებლოა. ღმერთს მივანდოთ ყველაფერი. ცოლ-ქმარს და და-ძმას შორის ვერ გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ამას როგორ გამოვრიცხავ", - განაცხადა დეკანოზმა.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics