06:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 15:25:37, 1046 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც მშენებლობებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიტორინგს განახორციელებენ

შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე  შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგს განახორციელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯგუფების მუშაობა პირველ ეტაპზე თბილისში დაიწყება, ხოლო მოგვიანებით რეგიონებსაც მოიცავს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს,  იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში. განსაკუთრებით, ეს სამშენებლო ობიექტებზე შეინიშნება და მოგეხსენებათ, რომ ამ თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე შედეგები გვქონდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმების დარღვევის პრევენციის მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით , შეიქმნება სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევების მოხდენის რისკს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ცნობიერების ამაღლება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სფეროში დასაქმებული პირებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ამ ეტაპზე, ჯგუფების მუშაობა თბილისის მასშტაბით დაიწყება და შემდეგ უკვე რეგიონებზეც გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics