|
2019-06-15 12:54:14, 1525 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისია ეწვია. დელეგაციას სამდივნოს ევროპის სუბდირექტორატის უფროსი - მათეუშ ვალზაკი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში, შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან შეხვედრა გამართეს, სადაც ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა შეაფასეს და დადგენილ სტანტარტებთან შესაბამისობის საკითხებზე ისაუბრეს. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსთან, გიორგი მეზვრიშვილთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ, სადაც ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მონაცემთა ბაზების საქართველოს შესაბამის უწყებებში ადაპტაციის პროცესს გაეცნენ. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარფის, ფოთის პორტის და სადახლოს რკინიგზის საკონტროლო გამშვები პუნქტები. გაცნობითი შეხვედრა გაიმართა საექსპეტრო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. შემფასებელთა მისიის წევრებმა დეპარატმენტის ლაბორატორიები და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილები დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლებმა პირველადი შეფასებები გააკეთეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო დადგენილ სტანტარტებს შეესაბამება. მეტიც, საქართველოში დანერგილია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რასაც სხვა ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნო წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბიუროების მუშაობის შეფასების მიზნით ვიზიტებს (ე.წ. Revitalization Visit) სისტემატურად ახორციელებს. თითოეული ეროვნული ცენტრალური ბიუროს შეფასება 6 წელიწადში ერთხელ ხდება. საქართველოში მსგავსი ვიზიტი 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)