|
2019-06-15 12:04:08, 3111 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის აკრძალვის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოების ნაწილმა ლგბტქ+ დროშა მაინც აღმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო დეპარტამენტის აკრძალვის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოების ნაწილმა ლგბტქ+ დროშა მაინც აღმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის აკრძალვას ამერიკელი დიპლომატების ნაწილი არ დაემორჩილა. კერძოდ, ისრაელში მდებარე ამრიკის საელჩო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლგბტ თემის დროშა აღმართა. ამის შემდეგ თემის მხარდამჭერი დროშები აშშ-ის კიდევ 5-მა საელჩომ გამოფინა. ესენია: აშშ-ის საელჩო გერმანიაში, ბრაზილიაში, ლატვიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთსა და მონღოლეთში. მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრ სახლზე, კაპიტოლიუმის შენობასა და აშშ-ის საელჩოებზე მხოლოდ ამერიკის დროშა უნდა ფრიალებდეს. აღსანიშნავია, რომ პენსი ქრისტიანია, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას არ ემხრობა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)