|
2019-06-15 11:21:54, 1561 ნახვა
სამართალი
თაღლითობაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ,ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის, თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ჩადენის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ჯგუფის მიზანს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი თანხის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, კანონიერი სახის მიცემის მიზნით თანხის დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. აღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სუბ აგენტის, შპს „ზაზა გრუპისა" და მსჯავრდებულების პირადი ანგარიშების გამოყენებით, 2015 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის მარტის ჩათვლით, დაუსაბუთებელი და თაღლითურად მოპოვებული დაახლოებით 1 209 233,88 აშშ დოლარისა და 1 044 096.05 ევროს შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ა.დ.-ს ბრალდება 2017 წლის 17 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, სასამართლომ ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ხუთი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია მოახდინა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)