19:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 15:56:10, 821 ნახვა

საზოგადოება
მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს.

ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები. 

ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს საფესტივალო პროგრამისა და ადგილმდებარეობის შესახებ.ბანკსა და მერიას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომოლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პირველი საფესტივალო ღონისძიება 16 ივნისს ჰუალინგის პარკში 18:00 – 23:00 სააამდეგაიმართება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადსხვა სპორტული ზონა სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გაივარჯიშოს და მონაწილეობა მიიღოს პროფესიონალი სპორტსმენების მასტერკლასებში. სპორტულ ზონებში ტანვარჯიში, ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი,  კიკბიქსინგი და სხვა სახეობები იქნება წარმოდგენილი. ამის გარდა გაიმართება საბავშვო კინოჩვენება, მოეწყობა საგამოფენო სივრცე და მსმენელის წინაშე ჯგუფი loudspeakers წარდგება. პროექტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პროექტების და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები შეძლებენ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ეზიარონ სპორტის სხვადსხვა სახეობას და ჩაერთონ აქტივობებში.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics