19:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 15:56:15, 1096 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმის პროკურორს ღირსების ორდენი გადასცა

ე.წ. კაბელების საქმის მთავარ პროკურორს, ნინო აღლემაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

პრეზიდენტმა პროკურორს ღირსების ორდენი „დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2017 წლის 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. მსჯავრდებულებმა საპატიმრო იმავე დღესვე დატოვეს.  შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics