20:17 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 13:45:04, 1985 ნახვა

კომენტარი
ზურაბ აბაშიძე: ანაკლიის პორტის თემა კარასინთან არ განხილულა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საერთოდ, ეს თემა ჩვენს შეხვედრებზე არც დღეს არ განხილულა, არც წინა შეხვედრებზე, საერთოდ, ამაზე არ გვისაუბრია.  საერთოდ, რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით”, - განაცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება კარასინის კომენტარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აბაშიძე აღნიშნავს, რომ მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატო-სთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს  ყოვლად მიუღებელია და ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკებოდე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics