|
2019-06-13 16:05:56, 1421 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა არასრულწლოვანის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით, რეკომენდაცია გამოსცა
საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი. რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით. „აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)