|
2019-06-13 15:43:46, 2891 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების გამო, 2 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან ორი გენერალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: მოსკოვის აღმოსავლეთ ოლქში შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი და შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება პუტინს პირადად შინაგნ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა სთხოვა. შეგახსენებთ, ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს, მოსკოვში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც გამოძიების მტკიცებით, „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. ჟურნალისტს აკრძალული ნივთიერების ფლობასა და მისი გასაღების მცდელობას ედავებოდნენ. თავად გოლუნოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს. პორტალ „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 11 ივნისს შეწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)