|
2019-06-13 14:30:34, 1435 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - სიძულვილის ენაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, საჭიროა მოვძებნოთ ბალანსი
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის პრობლემა დგას, თუმცა მისი შეზღუდვისას ბალანსი იმგვარად უნდა იყოს დაცული, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეილახოს. „თვეების განმავლობაში ეს კანონპროექტი გაჩერებული იყო. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივა არის აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილება მისაღები. საკითხი წამყვან კომიტეტში არ განხილულა. თუ რატომ იყო შეჩერებული მისი განხილვა, ამის მიზეზს მოვიკითხავთ. სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანაა, მოვძებნოთ ბალანსი. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობთ იმავე, პოლიტიკურ კულტურაზე, სანამ იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი სიძულვილის ენა მედიაში თუ პოლიტიკაში, პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)