|
2019-06-12 17:58:01, 2888 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში, ჟურნალისტის მხარდამჭერ მსვლელობაზე დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს ადამიანს გადააჭარბა [ვიდეო]
მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე დაკავებულთა რაოდენობა 400 ადამიანს გადააჭარბა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ჟურნალისტი და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არიან. მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ ასობით ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს, თუმცა დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადად აკავებენ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მაისურები აცვიათ. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და რუსული გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)