16:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 21:15:25, 1174 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ აშშ-სთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. 

"2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics