13:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 20:54:28, 926 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ოპოზიციის მხრიდან სიცრუესა და ტყუილზე დაფუძნებულ ინფორმაციებს ვისმენთ

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებებს საარჩევნო პროცესის დარღვევებით ჩატარებასთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა.

კალაძის განცხადებით,  ბრალდება, თითქოს დედაქალაქის მერიამ ოპოზიციას საარჩევნო პლაკატების გაკვრა აუკრძალა, ტყუილია და მას ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარდგენაც შეუძლია.

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვისმენთ სიცრუეზე და ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს და ეს არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნების დღეს - ჩვენ ამას ვისმენდით არჩევნების წინა დღეეების განმავლობაში. მაგალითად, ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი მოსახლეობას ეუბნებოდნენ იყო ის, რომ, თითქოს, დედაქალაქის მერიამ მათ საარჩევნო ბანერების გაკვრა აუკრძალა, რაც ძალიან დიდი ტყუილია. კიდევ ერთხელ მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არ მინდა მოსახლეობა ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს: ამ ადამიანებმა საარჩევნო ბანერების გაკვრა ყველანაირი ნებართვის გარეშე დაიწყეს და დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე რეაგირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვხსენით უკანონოდ გაკრული საარჩევნო ბანერები, 27 მაისს „ევროპულმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა დედაქალაქის მერიას, რაზეც უკვე 31 მაისს მათ ჰქონდათ დადებითი გადაწყვეტილება საარჩევნო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით. ამის ოფიციალური დოკუმენტაცია ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მოიპოვოს , ან მე მოგაწვდით ამის დამადასტურებგელ ყველანაირ საბუთს. ჩემთვის გასაგები იყო, თუ რატომ აკეთებდნენ ეს ადამიანები ასეთ ცრუ განცხადებებს, უბრალოდ სირცხვილია,  რომ დღეს შეეცადო მოსახლეობა შეიყვანო შეცდომაში და რაღაც გარკვეული პოლიტიკური ელფერი მისცე ასეთ თემას. დღევანდელ განცხადებებს რაც შეეხება, თუ რაიმე გადაცდომა იყო კონკრეტული პირების მხრიდან, შესაბამისი სამსახურები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics