|
2019-06-09 17:41:59, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია, რომ არჩევნების წინ ერთმა ადამიანმა მეორეზე გავლენა მოახდინოს
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ადამიანმა მეორე ადამიანზე ზეგავლენა მოახდინოს", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც, მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტია ასახული. გია ვოლსკი განმარტავს, რომ წინასაარჩევნოდ არჩევანი ყველას გაკეთებული აქვს, აღნიშნული ვიდეო კი კომედიური ჟანრის ჩანაწერს ჰგავს. „მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ადამიანმა მეორე ადამიანზე ზეგავლენა მოახდინოს, მაშინ,როდესაც ადამიანი საარჩევნო უბანზე უნდა შევიდეს, იმ პირობებში, როდესაც ყველას გადაწყვეტილი აქვს, ყველამ იცის თავისი მხარდამჭერები. მთლიანობაში, ის სცენა, რაც ვნახე რომ ერთ კაცს მეორე ჰყავს გაყვანილი და ყურში უჩურჩულებს, რომ შემოხაზეთ 41 და ამ დროს ნახევარ მეტრში, ამ ყველაფერს აფიქსირებს ჟურნალისტი და ეკითხება რატომ უწევს ზეწოლას, მერე ის მიდის, მაისურს იცვლის და სახეზე ხელაფარებული სადღაც გარბის, მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც გარკვეული სცენაა, რომელიც კომედიისთვისაც ძალიან ნაკლებად გამოდგება. თუმცა, დაინტერესება საჭიროა, აუცილებელიცაა, მაგრამ ასეთი კონკრეტული დანაშაულებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, რა თქმა უნდა, ყველა საჩივარი უნდა. გავაანალიზოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ. დეპუტატი ასევე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ბრალდებას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნება" ზეწოლას კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით ცდილობს. მისი თქმით, კანონი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ მკაცრია და თუ ვინმეს მათზე რამე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს. "თუ კრიმინალურ ავტორიტეტებს, მითუმეტეს, კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეულ პიროვნებებს ვინმე იცნობს, მათ შორის, ჟურნალისტი, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგ და წინაც შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა, კანონის აღსრულება კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ საკმაოდ მკაცრია და საკმაოდ ფართომასშტაბიანია ის ოპერაციები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა. მე ვფიქრობ, ადამიანის ადამიანზე ზეწოლა დაუშვებელია, ამას ადგილი არ ჰქონია, თუ რამე ცალკეული ფაქტებია მოპოვებული ამასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დაიწეროს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)