22:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 14:38:06, 1213 ნახვა

საზოგადოება
„41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო, არ ვიცი რა“ – ოპოზიცია ამომრჩეველზე შესაძლო იძულების ფაქტს ასაჯაროვებს (ვიდეო)

მთაწმინდის ოლქის #17 საარჩევნო უბანზე შესაძლო დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ნაჩვენები საარჩევნო უბანთან მყოფი პირები მოქალაქეებს აიძულებენ, რომ #41 შემოხაზონ.

„41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო არ ვიცი რა“, -მიმართავს ერთ-ერთ ამომრჩეველს უცნობი პირი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83% .









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics