20:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 13:14:42, 1442 ნახვა

სამართალი
ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარვარდის პოლიციის უფროსმა მართლწესრიგის ოფიცრებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰარვარდის პოლიციის უფროსი - ედუარდ დენმარკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა ექსპერტმა მართლწესრიგის ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჰარვარდის პოლიციის უფროსმა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელის მნიშვნელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მართლწესრიგის ოფიცრების როლზე ისაუბრა. მან მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობა დადებითად შეაფასა. ედუარდ დენმარკის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს საზოგადოების უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნეს და სამართალდამცველთა საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის დასასრულს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის გუნდური თამაშები გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics