13:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 11:13:22, 974 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: ცესკო-ში თამარ ჟვანია ვერ ვიპოვეთ, თუმცა მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევები

ბლოკ „ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ელენე ხოშტარია და ნინო გოდუაძე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მათთან შეხვედრას თავს არიდებს.

მათივე განმრტებით,  საარჩევნო უბნებზე არ ხდება ნაკადის მომწესრიგებლების მხრიდან ამომრჩევლების პლანშეტებში შემოწმება, რაც არის კანონდარღვევა და რაც ე.წ. კარსულების საფრთხეს ქმნის.

„თავდაპირველად ჩვენი შესვლის ხელოვნური შეფერხება იყო. ყველაზე უფრო საინტერესოა, რომ შევედით მდივანი ვერ გვეუბნება საერთოდ, შენობაში არის თუ არ არის ჟვანია, თუ უარს ამბობს შეხვედრაზე. გასაგებ პასუხს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, შეშინებულია, სადღაც იმალება, მაგრამ პირობას ვაძლევ, მოუწევს ჩვენთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რატომ დაიწყო დილიდან კანონდარღვევით საარჩევნო პროცესი. ვერსად ვერ გაიქცევა, ვერ დაიმალება. სადაც ახლა არის, შეატყობინონ და უთხრან, რომ სწრაფად მოვიდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. ჩვენ დავრჩებით მის ოთახთან“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics