13:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 09:00:36, 1008 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მთაწმინდელებისთვის არჩევანი ნათელია - ერთ მხარეს უპერსპექტივობაა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ყველაფერი

მთაწმინდელებისთვის დღეს არის თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი - ერთ მხარეს არის უძრაობა და უპერსპექტივობა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით  ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს და ადამიანს,   რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება მთაწმინდელებს ნამდვილად გამოადგებათ.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებასა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით. ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სრულიად ნათელი და გასაგები. ბუნებრივია მე მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას“, - გაანცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics