|
2019-06-08 15:39:49, 2955 ნახვა
მსოფლიო
ლესბოსელ წყვილზე თავდასხმის გამო, ლონდონში 5 პირი დააკავეს - მათგან 4 არასრულწლოვანია
ლონდონში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმისთვის 5 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ლესბოსელ წყვილზე თავდასხმა 30 მაისის ღამეს, ავტობუსში მოხდა, როდესაც წყვილი სახლში ბრუნდებოდა. წყვილმა თავდასხმის შემდეგ Facebook-ში ფოტოები ატვირთა, სადაც ჩანს, რომ მათ სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, თავდამსხმელებმა წყვილს ყურადღება მას მერე მიაპყრეს, რაც დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. მათი თქმით, ამის შემდეგ მოსთხოვეს, რომ კიდევ ეკოცნათ ერთმანეთითსთვის, დამამცირებელ კომენტარებს აკეთებდნენ, საბოლოოდ კი, თავს დაესხნენ, გაძარცვეს და გაიქცნენ. ამ მომენტისთვის ხუთივე თავდამსხმელი დაკავებულია. მათ ბრალი ძარცვასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენებაში ედებათ, რომელიც ჰომოფობიური მოტივითაა დამძიმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)