13:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 15:14:46, 1404 ნახვა

პოლიტიკა
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 31 უბანზე ჩატარდება, სადაც 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული

9 ივნისს, თბილისში, მთაწმინდის (N1) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეორე ტურის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. 9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი კანდიდატი: N13 - შალვა შავგულიძე; N41 - ვლადიმერ კახაძე.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად 1 საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისათვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისები.

არჩევნებისათვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორაგნიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1919-მა წარმომადგენელმა. არჩევნებში მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

9 ივნისს, დილის შვიდი საათიდან მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი: 2 51 00 51. ასევე იმუშავებს ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია მოგვართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გარდა ამისა, ხვალ მთელი დღის განმავლობაში, ცესკო-ს მედია ცენტრში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები“, - აღნიშნა მიქელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics