00:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 19:03:08, 2559 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში „თეგეტა მოტორსმა“ ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა.

ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 10 641 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთოს ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. სერვის ცენტრში განთავსებულია მომსახურების 45 ადგილი, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად მოემსახუროს 36 მსუბუქ და 9 სატვირთო ავტომობილს. აღნიშნულ სერვის ცენტრში 100 ადგილობრივი დასაქმდა. 

ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე, ამასთან ერთად მომხმარებელს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ ისარგებლოს შემდეგი 5 სერვისით: სავალი ნაწილის შემოწმება, ფილტრების შეცვლის სერვისი, ელექტრო დიაგნოსტირება, ფრეონის შემოწმება/დატუმბვა და ფარების გასწორება.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

„თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანების და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას.

ახალ სერვის ცენტრში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, დიზელის საწვავის სისტემის ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, თვლების შეყრის გასწორება და კონდიცირების სისტემის გამართვა, ასევე სამრეცხაოს მომსახურება.

სპეცტექნიკის მფლობელები შეძლებენ შემდეგი სერვისებით სარგებლობას: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, სახარატო მომსახურება, შედუღებითი სამუშაოების შესრულება და ჰიდრავლიკური სისტემების შეკეთება.

თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics