|
2019-06-07 16:56:56, 1585 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატი ლონდა თოლორაია ადეიშვილის კალთაში აღზრდილი პროკურორია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ლონდა თოლორაიას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატია, „ადეიშვილის მანიაკალურ სისტემაში აღზრდილ პროკურორს“ უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თოლორაიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. „როდესაც ქალბატონი ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების სამმართველოს უფროსად დაინიშნა, მაშინ იყო უკვე ეს უბედურება და მაშინ ვუთხარით გახარიას, რომ "რატომ მოგყავს ეს ადეიშვილის კალთაში აღზრდილი ყოფილი პროკურორები, რატომ ნიშნავ ამ თანამდებობაზე?!" იგივე მეზვრიშვილთან დაკავშირებით, საუკეთესო და საყვარელი პროკურორები იყვნენ ისინი ადეიშვილის, შვილებივით ზრდიდა ამ ორ ადამიანს. ვერ გავიგე, რა ვნებაა ადეიშვილის მანიაკალურ სისტემაში აღზრდილი პროკურორების დაწინაურება? ლონდა თოლორაია ისეთივე მანიაკალური თვისებებითაა აღზრდილი, როგორიც მისი უფროსი, ადეიშვილი იყო. რა თქმა უნდა, მე მას მხარს არ დავუჭერ და ამაზე ღიად ვისაუბრებ. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან ზღვარი წაშალა და არ მიკვირს, თუ ლონდა თოლორაია თუ გახდება ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურის ინსპექტორი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)