|
2015-07-01 12:30:54, 377 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ამთავრებენ ცრუ დაპირებებით მოსული ხელისუფლებები
საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიოს უახლოეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ როგორ ამთავრებენ და რა შედეგები მოაქვთ ხალხისთვის ცრუ დაპირებებით მოსულ ხელისუფლებებს, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ საბერძნეთში არსებული კრიზისისა და მის საქართველოზე გავლენის საკითხის შეფასებისას განუცხადა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად პირველ რიგში, იქ მცხოვრები ქართველების შემოსავლებზე აისახება. „საბერძნეთის პოპულისტი დემაგოგების მთავრობა გუშინ მოიქცა უპასუხისმგებლოდ. დღის ბოლომდე მას ჰქონდა შანსი, გადაეხადა გარკვეული თანხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, რათა კვლავ გაგრძელებულიყო დახმარების პროგრამა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან. მათ ეს არ გააკეთეს და მთელი ქვეყანა გაურკვევლობასა და ქაოსში ჩააგდეს. ის რომ 6 დღის განმავლობაში ბანკები არ გაიხსნება, არ არის საბოლოო მოცემულობა, 6 თვის შემდეგაც რა მოხდება, დღეს არავინ იცის, რადგან 5 ივლისს არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იქნება შემდგომი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან. საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიოს უახლოეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ როგორ ამთავრებენ და რა შედეგები მოაქვთ ხალხისთვის ცრუ დაპირებებით მოსულ ხელისუფლებებს. საბერძნეთში ცხოვრობს 150 ათასი ქართველი, უმეტესობა არალეგალი, რომელთაც არ შუეძლიათ თავისუფალი გაადგილება ევროპის ქვეყნებში და ახალი სამუშაოს შოვნა, ასეთ პირობებში ადაპტირება ძალიან ძნელია. არის საფრთხე რომ შემცირდება სამუშაო ადგილები, რადგან ბერძნებს შემოსავლები შეუმცირდებათ. ქართველები ძირითადად სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებენ და ამ ადამიანების შემოსავლების კლება პირდაპირ აისახება ქართველების მდგომარეობაზე, ბევრი სამუშაოს დაკარგავს. საქართველოზე ამ პროცესებს შიდა გავლენაც ექნება, ეს გავლენს მოახდენს იმ ადამიანებზე, ვინც თავს იქიდან გადმორიცხული ფულით ირჩენს. ეს თვეში დაახლოებით 15 მილიონი დოლარია. სამომავლოდ პრობლემა იქნება იმ ადამიანების დასაქმება, ვინც საბერძნეთში სამუშაოს დაკარგავს და საქართველოში დაბრუნდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. რაც შეეხება საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების გავლენას ლარის კურსზე, გოცირიძის შეფასებით, გადმორიცხვების შემცირება ვალუტის კურსზე არ აისახება. მისი პროგნოზით, საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 10-დან 15 მილიონის ფარგლებში შენარჩუნდება. ცნობისთვის, საბერძნეთი საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობით მეორე ადგილზეა. მაისში ქვეყანაში საბერძნეთიდან 15,3 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)