|
2019-06-07 10:31:42, 1045 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს
რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვა იგეგმება, შედეგად კი ცოდნის ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად სულ მცირე 12 პროცენტით დაფინანსდება. "ამ ძალისხმევის კონტექსტში ავაშენებთ ახალ პროფესიულ სასწავლებლებს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი ტექნოლოგიების საინჟინრო და სხვა პრაქტიკული უნარების დაუფლება შეძლონ. სან-დიეგოს შტატის უნივერსიტეტს საქართველოში წარმომადგენლობა აქვს და თბილისში ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს მის კურსდამთავრებულებს. ვისურვებდი მეტ პარტნიორობას კალიფორნიის მსოფლიო დონის აკადემიურ სასწავლებლებთან. საინტერესო მიმართულებებზე ვმუშაობთ სტენფორდის უნივერსიტეტთან საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო წინ მიიწევს და თავად აკონტროლებს მის ბედისწერას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით აშშ-სა და სხვა ერებთან დემოკრატიის, შესაძლებლობებისა და ჩვენი ცივილიზაციის დასაცავად. გვჭირდება ამერიკის დახმარება, რათა მომავალშიც წარმატებულად ვიაროთ წინ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრა კალიფორნიის Commonwealth club-ში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)