21:49 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 16:22:04, 2663 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, მათ კანდიდატ შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია, მათ კანდიდატ შალვა შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია. მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური ამნეზია დაემართა. თითქოს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ქმნიდნენ დანაშაულებრივ სქემას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, წესიერი ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღება უნდა გადაიტანონ იმისკენ, თითქოსდა კრიმინალური ავტორიტეტები სადღაც მონაწილეობენ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ამ კანონის აღსრულების თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, სტატისტიკა ამოიღოთ. ეს ერთადერთი პასუხია. თემის გადაფარვა, რომ აშკარად მიმდინარეობს, ეს ფაქტია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიაა, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics