|
2019-06-05 15:43:42, 3578 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კლიჩკოს წინადადებასთან დაკავშირებით მხარდამჭერების აზრით ინტერესდება [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს წინადადებასთან დაკავშირებით მხარდამჭერების აზრით ინტერესდება, - ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული შეთავაზებით მოგვმართა. თუმცა მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ, მხოლოდ მას შემდეგ რაც თქვენს აზრს გავიგებ. ჩვენ ან კლიჩკოს პარტიასთან ერთად უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ან უარი ვუთხრათ და არჩევნების მიღმა დარჩენის რისკის წინაშე დავდგეთ. მოდით, ოპერატიულად გადავწყვიტოთ“, - მიმართა სააკაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს. ცნობისთვის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)