|
2019-06-05 12:22:32, 1471 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთი ჭადრაკის ჩემპიონატს აანონსებს
8 ივნისს, 11:00 საათზე, ლიბერთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება. პირველ 60 მსურველს, ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში. https://forms.gle/FbHehUucnMWBcCn59 გამარჯვებულს, ლიბერთი 500 ლარით დააჯილდოვებს. "ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო სოციალური პროექტი წარმატებით განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლების პროცესის პარალელურად, მაქსიმალურად ვზრუნავთ უფროსი თაობის ადამიანებზე. ჩვენთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს ის რომ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, კომფორტული დასასვენებელი სივრცეები შეხვედრების, ურთიერთობების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის პოპულარული ადგილები ხდება და მომავალში მსგავსი სახის არაერთ სოციალურ პროექტს შევთავაზებთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც", - განაცხადა „ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
(R)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)