05:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 15:00:57, 1202 ნახვა

რეგიონი
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ლატვიელი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ.

ჟურნალისტების ობიექტივში უკვე მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები თავისი საოჯახო მარნებითა და სამზარეულოთი. ჟურნალისტები რეგიონს 1 ივნისს ესტუმრნენ და ქვეყანას ისინი დღეს დატოვებენ.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურების შედეგად აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის რეიტინგულ მედიასაშუალებებში. წლის ბოლომდე, ჯამში 40-მდე მედია-ინფოტურის ორგანიზება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს 16 სამიზნე ქვეყნიდან ეწვევიან. რაც შეეხება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს წელს, პირველად ინიშნება ჩარტერული ფრენები ბათუმის მიმართულებით ტალინიდან და ვილნიუსიდან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics