|
2019-06-04 13:28:51, 1732 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ხორავაზე მოკლულთა ოჯახებს - მინდა გისურვოთ, რომ მომავალში სამართლიანობის განცდა გქონოდეთ
„სააპელაციო განაჩენი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში დადგა, რომელმაც ჩათვალა, რომ პროკურატურის ნაწილი გაზიარებას იმსახურებდა, ნაწილი - არა, სწორედ ესაა დამოუკიდებელი სასამართლო“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სააპელაციო განაჩენი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში დადგა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქმე ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურია და არასანდო მოწმეების პირობებში, მოკლე ვადებში გამოძიება შეუძლებელი იყო. "არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საქმეა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონია. ამ საქმეს პირველივე დღიდან იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო, ზედამხედველობდა პროკურატურა და მათ ის გააკეთეს, რაც შეძლეს იმ პირობებში, როდესაც არაერთი მოწმე არასრულ, ცრუ ჩვენებას აძლევდა, ფარავდნენ ერთმანეთს და რეალურად, შეუძლებელი იყო მოკლე ვადებში იმაზე მეტი მტკიცებულების მოპოვება, რაც თავის დროზე იქნა მოპოვებული. მნიშვნელოვანია ის, რომ საქმის ნაწილი, თავის დროზე, გამოყოფილი იქნა, რომ გამოძიება გრძელდება და რომ სააპელაციო განაჩენი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში დადგა, რომელმაც ჩათვალა, რომ პროკურატურის ნაწილი გაზიარებას იმსახურებდა, ნაწილი არ იმსახურებდა. სწორედ ესაა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო. ყველა ქვეყანაში პროკურორს შეიძლება დაუდგეს ის დღე, როდესაც ნაწილი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება მთავარი პროკურორი გადავაყენოთ, ან რომელიმე პროკურორს ვუსაყვედუროთ, რომ მან მოსამართლეს ვერ დაასჯევინა ესა თუ ის ბრალდებული. პროკურორი და ადვოკატი თანასწორუფლებიანი მხარეები არიან, ხოლო მოსამართლე არბიტრია, რომელიც აფასებს, აჯერებს და ადარებს მტკიცებულებებს და ერთი ან მეორე მხარის წარმოდგენილ პოზიციას იზიარებს. მე მინდა ორივე ოჯახს ვუსურვო, რომ მომავალში, რა პროცესი და გამოძიებაც დანარჩენ კომპონენტებში გაგრძელდება, სამართლიანობის განცდა ჰქონოდეთ, ამისათვის არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა ძალისხმევას არ იშურებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)