05:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 14:41:34, 597 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი წარადგინა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა.

მაია ხაჯიშვილი დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა. აქვს განათლების სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც იურიდიული დეპარტამენტის, ასევე საქმის წარმოებისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ მინისტრის წარდგენისას აღნიშნა მაია ხაჯიშვილს განვლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც მნიშვნელოვანია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამართული, აქტიური და დინამიური ფუნქციონირებისათვის.

„განათლების სფეროში ხორციელდება ეროვნული იდეა, რეფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული მის განხორციელებაში. ასევე, აჭარაში განათლების სამინისტრო ახორციელებს ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც უკავშირდება ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას და დარწმუნებული ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი წარმატება. რესურსი, რომელიც იქნება განათლების სექტორის მიმართულებით გადანაწილებული, დაიხარჯება განათლების რეფორმის კუთხით, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ერთ-ერთი ყველაზე განათლებულ ერად წარმატებულ ქვეყანათა შორის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics