23:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:22:48, 1048 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ბოკერიას - „თიბისის“ საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები და ამ ბანკის აქციების ფასი

ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას.

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, თავად დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები "თიბისი ბანკის" ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

"კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში "თიბისი ბანკთან"  დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics