08:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 11:10:06, 1085 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი ნანა კოსტავა არაეთიკური პოსტის გამო თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და ფრაქციის თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

ნანა კოსტავას გადადგომას ქუთაისის საკრებულოსთან შეკრებილი მოქალაქეები ითხოვდნენ, რომლებიც ბლოგერი სალომე ბარკერის ვიდეოზე კოსტავას ცინიკური კომენტარების გამო იყვნენ აღშფოთებულნი, რომელიც დროში ბარკერის 16 წლის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერ სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დრის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს გარდაიცვალა. ის დინებამ გაიტაცა და მოზარდი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics