2015-06-30 16:00:26, 323 ნახვა
პოლიტიკა
ტრეფიკინგის მსხვერპლისგან მომსახურების მიმღებებს, პასუხისმგებობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ეძლევათ
ტრეფიკინგის მსხვერპლისგან მომსახურების მიმღებებს, პასუხისმგებობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ეძლევათ. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ტრეფიკინგის მსხვერპლისგან რაიმე სახის მომსახურება მიიღეს, თუ ისინი ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობენენ. ინფორმაციის მიწოდება კი მათ როგორც წერილობით, ისე კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით შეეძლებათ.
ზოგადად კი, კანონმდებლoბით, ტრეფიკინგის მსხვერპლისგან მომსახურების მიღებისთვის სამიდან 15 წლამდე პატიმრობის ვადებია განსაზღვრული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან