02:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 16:21:02, 1051 ნახვა

საზოგადოება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები წესდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი ჯარიმების დაწესებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა. ახალი ჯარიმების დაწესებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.  

ცვლილების თანახმად, თუ მძღოი სატრანსპორტო საშუალებით ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში (BUS LANE) გაივლის, გააჩერებს მანქანას ან დადგება, ის 100 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, 50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე, დგომაზე ან მოძრაობაზე.

ამავე ცვლილებების მიხედვით, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება თუ მისი სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდება ან დადგება რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის გარეშე. თუმცა თუ დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics