02:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 11:40:32, 913 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

„ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები ამ მიმართულებით ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა. საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics