2015-06-30 13:47:05, 518 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ
„ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ“,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
„იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლებას შეეცდება. ვეტოს რა თქმა უნდა დავძლევთ“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტმა 78-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან