23:37 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 19:23:06, 1206 ნახვა

კომენტარი
მელია - წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ვარაუდობს, რომ ლარი ზამთარში კიდევ უფრო გაუფასურდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ხელისუფლების პირობებში ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია.

„გაუაზრებელმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. "ქართულ ოცნებაში" არ არსებობს არცერთი კომპეტენტური ადამიანი, ვინც ხელს შეუწყობს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. თუკი გადავხედავთ განვლილ 7 წელიწადს, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ ამ პერიოდში ლარი ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა. სულაც არაა აუცილებელი, რომ ფინანსისტი იყო იმის სავარაუდოდ, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. რა არის გამოსავალი? რა რჩევები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ? არანაირი. მნიშვნელობა არა აქვს: როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, პრემიერ-მინისტრად ბატონი ბახტაძე გვყავს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი კობახიძე გვყავს და ანრი ოხანაშვილი "ქართული ოცნების" წამყვანი პოლიტიკოსია, ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება?!“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics