|
2019-05-27 14:07:08, 2110 ნახვა
მსოფლიო
ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა - ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა
ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორმა მთავარმა ბლოკმა უმრავლესობა დაკარგა. საუბარია მმართველ ევროპის სახალხო პარტიაზე (EPP), რომელსაც ევროპარლამენტში 179 წარმომადგენელი ეყოლება, ასევე სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). მათ ევროპარლამენტში 150 დეპუტატი ეყოლებათ. მედიის ცნობით, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები მწვანეთა პარტიებს და ლიბერალებს ექნებათ. პოზიციები განსაკუთრებით ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდემ“ გაიმაყარა. მათ 107 დეპუტატი ეყოლებათ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტში ეფექტური უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის, სულ მცირე სამი ფრაციის ალიანსია საჭირო. დიდი ყურადღება ასევე, ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნებზე იყო მოპყრობილი. Brexit-ის ახალმა პარტიამ, რომლის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯია, ევროპარლამენტის არჩევნებზე გაიმარჯვა. პარტიამ ხმების უმრავლესობა მიიღო. მეორე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატები გავიდნენ, რომლებიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეები იყვნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკა კმაყოფილება გამოთქვა, რომ აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით მაღალი იყო. არჩევნებში 50%-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. საკუთარი არჩევანი პირველებმა ბრიტანელებმა და ნიდერლანდელებმა დააფიქსირეს. პარასკევს არჩევანი ირლანდიელებმა დააფიქსირეს. შაბათს არჩევნები ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში ჩატარა, დანარჩენმა ქვეყნებმა პოზიცია კვირას დააფისქირეს. ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა. ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)