05:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 14:55:51, 838 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ სამუდამო საზღვრები

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა არ იქნება გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის, ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახლახანს წამოვიწყე ჩვენს ორ პარტნიორთან ერთად. შესაძლოა, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთი მისია უკვე დაწყებულია, მეორე ალბათ ახლო მომავალში იქნება. საჭიროა, სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტრესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს გამყარებული სამუდამო საზღვრები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics