2015-06-30 09:35:38, 416 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარიაში დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 32-ე რაუნდი იწყება
შვეიცარიაში დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 32-ე რაუნდი იწყება.
მთავარი თემა უსაფრთხოება და რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების საკითხი იქნება. საუბარი შეეხება რუსეთის დუმას მიერ ოკუპირებულ ოსეთთან ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირებას. გარდა ამისა, ქართული მხარე შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გაამახვილებს ყურადღებას.
„არის თემები, რომლებიც კონფლიქტის რეგიონებში, ასევე მიმდებარედ მოსახელობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან